Accentnews.ge
რუსი პოლიტიკოსი მოსკოვისთვის ოთხ გარდაუვალ პრობლემას პროგნოზირებს

რუსი პოლიტიკოსი მოსკოვისთვის ოთხ გარდაუვალ პრობლემას პროგნოზირებს

18/09/2022 09:59:32 მსოფლიო

რუსი პოლიტიკოსი გრიგორი იავლინსკი, პარტია „იაბლოკოს“ ფედერალური პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე ოთხ მოვლენას პროგნოზირებს, რომელიც რუსეთს აუცილებლად დაატყდება თავს:

„იქნება არა უბრალოდ იზოლაცია (ვიზების მოცემა რომ არ სურთ ახლა), არამედ აგრესიული! ანუ რუსეთი იქნება აბსოლუტურ იზოლაციაში დიდი ხნის განმავლობაში; მეორე – ნელ–ნელა გაუარესდება ადამიანების ცხოვრების ხარისხი;მესამე – ტექნოლოგიური დეგრადაცია – ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან, უახლოეს წლებში დეგრადაციას განიცდის; მეოთხე – მზარდი, ყოველმხრივი დამოკიდებულება ჩინეთზე. [სანაცვლოდ – რედ] რაღაც ტერიტორიებს ალბათ გავაკონტროლებთ“.

მისი ხედვით, ამჟამად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ [ასე უწოდებს კრემლი უკრაინაში გაჩაღებულ ომს] განსხვავებული მიზნები აქვს იმისგან, რაც ექვსი თვის წინ ჰქონდა:

„ტერიტორია, კიევის კაპიტულაცია (ხელისუფლების ცვლილება) და უკრაინის რუსიფიკაცია (სასწავლო წიგნები, ქუჩები და ა.შ.) და მესამე – მსოფლიო წესრიგის დესტაბილიზაცია (სიმპტომები უკვე ჩანს, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ იწყება) – აი, ეს მიზნებია ჩემი ხედვით და ახლა თვითონ განსაჯეთ, აქედან რა გამოვა და რა არა. საწყის ეტაპზე ეს მიზნები არ იყო, მაშინ სხვაგვარად ფიქრობდნენ: ეგონათ, ყვავილებით დახვდებოდნენ (ეს არ გამოვიდა); ფიქრობდნენ, რომ უკრაინას შეიარაღებული ძალები არ ჰყავს (ასე არ აღმოჩნდა); ფიქრობდნენ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ნამდვილად მეორეა მსოფლიოში და არ ელოდნენ, რომ მსოფლიო გაერთიანდებოდა [რუსეთის წინააღმდეგ – რედ.]“.

მისი თქმით, "ეს ტერიტორიული დავაა და მსგავს დავებს დასასრული არ აქვს“.

„ეს ინდოეთი და პაკისტანი, ისრაელი და პალესტინაა... ომი ტერიტორიებისთვის... იცით, გერმანია საფრანგეთთან არც ისე დიდი ტერიტორიისთვის რამდენი წელი ომობდა? 150 წელი!“,– აღნიშნა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ დავა დასრულდა ევროკავშირის გამო.

„მსოფლიოში ერთადერთი მიგნება, როდესაც სრულდება ტერიტორიული დავები, ეს ევროკავშირია. ამისთვის შეიქმნა ევროკავშირი. ახლა თავად განსაჯეთ, რა მანძილი გვაშორებს პერსპექტივას, როდესაც მოსკოვი (20 წელია, მას ვშორდებით), მინსკი და კიევი შედიან ევროკავშირში. არადა ეს ერთადერთი გზაა მშვიდობისკენ.

მისი თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს დროიდან ამოვარდნაა და ფასიც სერიოზული იქნება.

პოლიტიკოსი ჟურნალისტის შენიშვნას, რომ 2013 წლიდან უკრაინა მკაფიოდ დაადგა ევროკავშირის გზას და ახლოსაც იყო მიზანთან, რისი შესაძლებლობაც მას უბრალოდ არ მისცა რუსეთმა, დაეთანხმა:

„დიახ, ეს ასეა. თან არგუმენტი ძალიან სასაცილო იყო, „ერთი ხალხი ვართო“! მაგალითად, მყავს ძმა, რომელსაც დაქორწინება სურს, მე კი არგუმენტით, რომ ჩემი ძმაა, პასპორტს ვართმევ, „გიკრძალავ! თუ ისლუკუნებ, სარდაფში ჩაგსვამ და მანდ იჯდები!“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S