Accentnews.ge
მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე, ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებისთვის, ლაშა მძინარაშვილმა საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა

მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე, ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებისთვის, ლაშა მძინარაშვილმა საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა

18/09/2022 09:33:32 საზოგადოება

ტაურუსის ისტორიაში პირველად, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“, ქართველმა ლაშა მძინარაშვილმა გაიმარჯვა.

არნოლდ შვარცნეგერის, სილვესტერ სტალონეს, კიანუ რივზისა და ჰოლივუდის ბევრი ლეგენდარული ვარსკვლავის შემდეგ, ქართველი მოცეკვავე, ტაურუსის დაჯილდოებაზე, საუკეთესო საბრძოლო სცენის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

საუბარია მეთიუ ვონის ფილმზე („The Kings Man”), რომლის მთავარ საბრძოლო სცენაში ლაშა მძინარაშვილმა ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა.

„მე ვარ პირველი ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელიც ჰოლივუდში ამ ჯილდოს ვიღებ. ბედნიერი ვარ, რომ ამაღამ აქ ვდგავარ თქვენთან ერთად“, - დაწერა მძინარაშვილმა ფეისბუკზე.

დაჯილდოებამდე, 22 აგვისტოს, აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა საქართველოში აშშ-ის საელჩომ.

საელჩომ მსახიობს წარმატებები უსურვა. ინფომრაციაში აღნიშნული იყო, რომ "ქართული კინოს ინდუსტრიას ამერიკის საელჩო მხარს უჭერს USAID-ის ინიციატივებით, გაცვლითი პროგრამებითა და კულტურული გრანტებით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S