„ილუზიებში არ უნდა იყოს“: სეპარატისტი გირკინი პუტინს კადაფის და ჰუსეინის ბედს უწინასწარმეტყველებს
18/09/2022 08:55:02 მსოფლიო
რუსეთში შესაძლოა რევოლუცია დაიწყოს, რა დროსაც, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოკლავენ,– მსგავს პროგნოზს აკეთებს, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მიერ ტერორიზმში ბრალდებული იგორ გირკინი, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური.
"კიდეv რამდენიმე დამამცირებელი სამხედრო მარცხი, ამას დამატებული ინფლაცია და ვიღებთ რევოლუციურ ვითარებას.[...] ყველა რევოლუცია ხდება დედაქალაქში. იცით უფრო ლიბერალური ქალაქები, ვიდრე მოსკოვი და პეტერბურგია? აქ იქნება რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება, როდესაც ეს დაიწყება“,– განაცხადა გირკინმა.
ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში რუსეთის მარცხის შემთხვევაში, პუტინს ყველა შანსი აქვს, გაიმეოროს რუსეთის იმპერატორის პავლე I-ის ან სლობოდან მილოშევიჩის ბედი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალმა გაასამართლა და ციხის საკანში გარდაიცვალა. თუმცა ასევე შესაძლებლად მიიჩნევს პუტინის მიერ სადამ ჰუსეინის (ერაყის პრეზიდენტი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს) და მუამარ კადაფის (ლიბიის მმართველი, რომელიც მოკლეს) ბედის გაზიარებას.
„ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი არ უნდა იყოს ილუზიებში. [...] დასავლეთს აწყობს არაკონტროლირებადი [რუსეთი პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ – რედ]?.. და ვინ თქვა, რომ არაკონტროლირებადი იქნება?“,– ამბობს გირკინი.


