ფიოდოროვი:"ოკუპირებულ ქალაქში რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიწვა"
17/09/2022 09:33:13 მსოფლიო
რუსული არმიის მიერ ოკუპირებული ქალაქ მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის განცხადებით, ქალაქში რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა დაიწვა.
ამის შესახებ მან ტელეგრამ–არხზე დაწერა. მისივე ცნობით, რადიონოვსკის ნაკრძალში, მოლოჩნი ლიმანის რაიონში რუსულ სამხედრო ბაზას ცეცხლი დილის 04:00 სთ-ზე გაუჩნდა. .
„დაუშვებელ ადგილებში დამპყრობლების მოწევის შედეგები მოქმედებაში. იმდენად მძლავრად ეწევიან, რომ ჯერ კიდევ კვამლი ასდის“,- წერს მელიტოპოლის მერი ტელეგრამ-არხში.


