ყირგიზეთის ბატკენის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
17/09/2022 09:25:32 მსოფლიო
ყირგიზეთის ბატკენის რეგიონში, ტაჯიკეთის მოსაზღვრე რაიონებში შეიარაღებული შეტაკებების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება.
მისივე ცნობით, რეგიონიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია დაყწებულია.
"ინტერფაქსი" წერს, რომ მხარეებმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყეს. ისინი ტაჯიკეთის სუღდის რაიონის სოფელ კულკანდში მიმდინარეობს.
ვითარება ორი ქვეყნის საზღვარზე 14 სექტემბერს მკვეთრად გაუარესდა. დაპირისპირება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო პოლიციის ჯგუფებს შორის მოხდა. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახური ირწმუნება, რომ "პარასკევს ტაჯიკეთის მხარემ დაიწყო მისი სასაზღვრო რაზმების დაბომბვა. შეტაკებები დაფიქსირდა არა მარტო ბატკენში, არამედ ლეილეკის რაიონშიც".
ბიშკეკი კი ირწმუნება, რომ "ტაჯიკური მხარე იყენებდა ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ნაღმმტყორცნებს, აგრეთვე მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს დარტყმისთვის, მათ შორის დასახლებებზე".


