Accentnews.ge
ჰიჯაბის გამო დაპატიმრებული ირანელი ქალის სიკვდილმა მწვავე რეაქცია გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე

ჰიჯაბის გამო დაპატიმრებული ირანელი ქალის სიკვდილმა მწვავე რეაქცია გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე

17/09/2022 08:33:00 მსოფლიო

ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დაპატიმრებული 22 წლის ქალის სიკვდილმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მწვავე რეაქცია გამოიწვია.

ექიმებმა მაჰსა ამინის სიკვდილი 16 სექტემბერს დაადასტურეს.

"ქალის კომაში ჩავარდნის შემდეგ მისმა ტვინმა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე დღეში ფუნქციონირება შეწყვიტა" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ირანული სამსახური წყაროზე დაყრდნობით წერს.

მისი დაკავების თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ამინი მორალის პოლიციის მანქანაში, საპატიმროში გადაყვანისას როგორც სჩანს ნაცემი იყო.

სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს თეირანში ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს.

ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ მაილის თქმით, "არასწორი" ჰიჯაბის გამო ამინის სიკვდილი თავზარდამცემია და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი "საეჭვო" სიკვდილის გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.

ამინი დასავლეთ ირანიდან თეირანში ნათესავებთან შესახვედრად ჩავიდა, როცა ის 13 სექტემბერს დააპატიმრეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ამინის დედამ "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ ოჯახმა საჩივარი შეიტანა თეირანის პოლიციაში და რომ მისი შვილი დაკავებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S