Accentnews.ge
ჟურნალისტმა, რომელიც რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“  დააკავეს, იზოლატორში ვენები გადაიჭრა

ჟურნალისტმა, რომელიც რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“ დააკავეს, იზოლატორში ვენები გადაიჭრა

16/09/2022 15:53:16 მსოფლიო

RusNews-ის ჟურნალისტმა მარია პონომარენკომ ბარნაულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვენები გადაიჭრა,– ამის შესახებ ВД-Инфо იუწყება.

ჟურნალისტი ცოცხალია, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი განაცხადა.

წინასწარი დაკავების იზოლატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალისტმა საკანში ფანჯარა ჩაამტვრია.

მარია პონომარენკოს კლაუსტროფობია და დემონსტრაციული ნევროზი აწუხებს, მისი ფსიქიკური მდგომარეობა პატიმრობის მძიმე პირობების გამო გაუარესდა.ჟურნალისტი დაკავებულია რუსული არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით. ის 23 აპრილს სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. საქმის აღძვრის საფუძველი გახდა ჟურნალისტის „პოსტი“ სოციალურ ქსელში მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შესახებ, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ბავშვები იმალებოდნენ. პეტერბურგიდან პონომარენკო ბარნაულში გადაიყვანეს. მან შინ ორი მცირეწლოვანი შვილი დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S