
უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში 39 ჟურნალისტია მოკლული
16/09/2022 14:07:46 საზოგადოება
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 39 ჟურნალისტია მოკლული,- იუწყება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკო.
„ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან რუსეთმა 39 ჟურნალისტის სიცოცხლე შეიწირა. ომის რვა წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ... დღეს, დაღუპულ ჟურნალისტთა ხსოვნის დღეს, პატივს ვცემთ მოწინავე საინფორმაციო ფრონტის ჩვენი მებრძოლების ხსოვნას. იყო ჟურნალისტი დღეს - ეს არის იყო მზად საკუთარი სიცოცხლე გაწირო, რათა მსოფლიოს სიმართლე მიაწვდინო“, - წერს ტკაჩენკო.
მან ასევე მადლობა გადაუხატა ყველა ჟურნალისტს გაწეული სამუშაოსთვის.