ლარი გამყარებას განაგრძობს
16/09/2022 13:32:47 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8261 ლარი ეღირება, ევრო – 2.8204 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2218 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8301 ლარი ღირდა, ევრო – 2.8230 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2532 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


