
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: "სომხეთთან საზღვარზე შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა"
16/09/2022 11:46:59 პოლიტიკა, საზოგადოება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთთან საზღვარზე შეტაკებების შედეგად დაღუპულ სამხედროთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა.
თავის მხრივ, მსხვერპლის შესახებ იუწყება ერევანი.
ამ დროისთვის არსებული დაზუსტებული მონაცემებით, აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი შეტაკებების შედეგად 135 სომეხი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, ეს რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. ჩვენ ბევრი დაჭრილიც გვყავს”, - განაცხადა ფაშინიანმა.