Accentnews.ge
NDI-ს კვლევა – მკვეთრად შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ "ქვეყანა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან"

NDI-ს კვლევა – მკვეთრად შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ "ქვეყანა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან"

16/09/2022 10:16:06 პოლიტიკა, საზოგადოება

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო პრორუსული პოლიტიკის მომხრეთა რაოდენობა 2%–მდე შემცირდა.

თუ 2016 წელს პროდასავლურობის მომხრეთა წილი 12-14 %–ს შორის მერყეობდა, 2022 წელს - 47%–მდეა გაზრდილი;

ამასთან, მკვეთრად შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ "ქვეყანა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან". თუ 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 52–დან 54%–მდე მერყეობდა, 2022 წელს 31%–მდეა შემცირებული.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S