Accentnews.ge
NDI – რესპონდენტთა უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

NDI – რესპონდენტთა უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

16/09/2022 10:01:54 პოლიტიკა, საზოგადოება

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 25% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8% – „ნაციონალურ მოძრაობას“, 13% – სხვა პარტიებს, ხოლო 54% არცერთ პარტიას ასახელებს, არ იცის ან უარს ამბობს კითხვაზე პასუხის გაცემაზე.

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: 66% - სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას, 34% სავარაუდოდ არ მიიღებდა მონაწილეობას.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S