
NDI – მოსახლეობისთვის წამლების საფასური კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა
16/09/2022 09:51:03 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით,
შეკითხვაზე, რა არის ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა, მოსახლეობამ შემდეგი გამოწვევები დაასახელა:
- წამლების საფასური
- სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური
- ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი/კვალიფიკაციის ნაკლებობა
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.