ბელგოროდის გუბერნატორი უკრაინის მოსაზღვრე რუსული ქალაქის დაბომბვის შესახებ იუწყება
16/09/2022 09:49:38 მსოფლიო
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ქალაქ ვალუიკის დაბომბვის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
"წინასწარი ინფორმაციით, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ორ დაზარალებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდება", - ნათქვამია შეტყობინებაში.
გლადკოვი აღნიშნავს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ვალუიკში ამუშავდა, თუმცა, ამავდროულად არის „ნგრევა მიწაზე“.
რუსული რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქში დაბომბვის შედეგად დაზიანდა ქვესადგური, შეფერხდა ელექტრომომარაგება, ცეცხლი რვა კერძო სახლს და სამ ავტომობილს გაუჩნდა.
„სოციალური ობიექტები ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროებზე გადავლენ “, - თქვა გუბერნატორმა.
გასული კვირის განმავლობაშიც ავრცელებდა გლადკოვი ინფორმაციას უკრაინის საზღვარზე მდებარე დასახლებებზე ყოველდღიურ თავდასხმების შესახებ. 11 აპრილიდან რეგიონში ტერორისტული საფრთხის „ყვითელი“ (მაღალი) დონე მოქმედებს. 1 სექტემბრიდან ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დახუროს სკოლები და საბავშვო ბაღები ბელგოროდის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში, რომლებიც მდებარეობენ უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრიან ზონაში. მოგვიანებით ხელისუფლებამ გადაწყვიტა ვალუისკის და შებეკინსკის ურბანული უბნების სკოლები დისტანციურ რეჟიმში გადაიყვანოს.


