Accentnews.ge
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში პარტიები მათ ინტერესს არ გამოხატავენ

NDI - გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში პარტიები მათ ინტერესს არ გამოხატავენ

16/09/2022 09:47:36 პოლიტიკა, საზოგადოება

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ არსებული პარტიები მათ ინტერესს არ გამოხატავენ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა პარტია, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, გამოკითხულმა მოსახლეობამ ასე უპასუხა:

  • დიახ - 39%;
  • არა - 56%;
  • არ ვიცი - 4%;
  • უარი პასუხზე - 1%.

ამავე კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდების 65 პროცენტის აზრით, მათ ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს. მეტიც, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პოლიტიკოსები და რუსეთი ქართულ საზოგადოებას ხლეჩს.

კვლევის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაა, რომ არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S