Accentnews.ge
NDI – ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა

NDI – ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა

16/09/2022 09:35:50 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა.

თუკი 2015 წელს ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვა მოსახლეობის 21%-სთვის იყო მნიშვნელოვანი, 2022 წელს მათი რიცხვი 38%-მდე გაიზარდა.

გამოკითხული მოსახლეობის 38% ამბობს, რომ ლგბტქი+ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S