Accentnews.ge
NDI –რესპონდენტთა 51% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

NDI –რესპონდენტთა 51% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

16/09/2022 09:28:45 პოლიტიკა, საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 51% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

კერძოდ, კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ „ცუდად“. 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 7% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევის თანახმად, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.

კერძოდ, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს თბილისში გამოკითხულთა 60%, ხოლო კარგად - 35%.

დიდი ქალაქები: ცუდად 59%, კარგად 34%; პატარა ქალაქები: ცუდად 49%, კარგად 44%; სოფლები: ცუდად 44%, კარგად 45%;

რაც შეეხება მათ განაწილებას პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთაგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 13%, ხოლო კარგად 84%. გამოკითხულებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერების 75% მთავრობის საქმიანობაზე ამბობს, რომ ცუდია, 20% კი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S