Accentnews.ge
NDI – ყოველი მესამე რესპონდენტი ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების საყიდლად ფული არ ჰქონდა

NDI – ყოველი მესამე რესპონდენტი ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების საყიდლად ფული არ ჰქონდა

16/09/2022 09:12:32 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, (NDI) კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე რესპონდენტი ამბობს, რომ ოჯახისთვის საკვების საყიდლად ფული არ ჰქონდა.

კითხვაზე, ბოლო 12 თვეში რამდენჯერ მოხდა ისე, რომ თქვენთვის, ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად ფული არ გქონდათ, რაზეც საქართველოს მოსახლეობის 30% პასუხობს, რომ ყოველთვე ან უფრო ხშირად არ ჰქონდა ფული საკვების საყიდლად; 29% ამბობს, რომ უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე, ხოლო 39% ამბობს, რომ ბოლო 12 თვეში არ ჰქონია ასეთი შემთხვევა.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S