Accentnews.ge
NDI - პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან

NDI - პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან

16/09/2022 09:06:33 პოლიტიკა, ეკონომიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, პროდასავლური კურსის მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.

2022 წელს გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14 % იყო.

კვლევის შედეგების მიხედვით, პროდასავლური კურსის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მცირედით შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა, თუმცა მაინც კვლავაც მაღალია ევროკავშირის მხარდაჭერა. ევროკავშირის მხარდაჭერის მცირედი ვარდნა ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში არის გამოხატული, თუმცა ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებშია.

2019 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს.

რაც შეეხება ნატო–ს, წინა კვლევების მსგავსად, ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. საველე სამუშაოების პერიოდი: 14 ივლისი – 15 აგვისტო, 2022. 2,104 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S