Accentnews.ge
ერდოღანმა ასადთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა – მედია

ერდოღანმა ასადთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა – მედია

16/09/2022 08:11:28 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოთქვა სურვილი, შეხვედროდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, თუ ის დაესწრება მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის უზბეკეთში მიმდინარე სამიტს, – იტყობინება თურქული გაზეთი Hurriyet. თუმცა, ასადი სამიტს არ დასწრებია.

ამასთან, Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო კვირებში თურქეთის დაზვერვის უფროსს ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა სირიელ კოლეგასთან დამასკოში.

როგორც თურქული გაზეთი აღნიშნავს, ერდოღანმა ზემოთხსენებული განზრახვა ორშაბათს მმართველი პარტიის დახურულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ვისურვებდი, რომ ასადი უზბეკეთში ჩავიდეს და დაველაპარაკებოდი. მაგრამ ის იქ ვერ მოვა“, - ციტირებს გაზეთი ედოღანს.

”ის აჯანყებულებთან ომზე წავიდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მან გადაწყვიტა, დაეცვა თავისი ძალაუფლება. ის ფიქრობდა მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაცვაზე. მაგრამ დიდი ტერიტორიების დაცვა ვერ შეძლო“, - თქვა, გაზეთის ცნობით, ერდოღანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S