იტალიაში წყალდიდობას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
16/09/2022 07:46:02 მსოფლიო
იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მარკეს რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, – იუწყება Reuters.
მისი ცნობით, სამი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში 400 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც ანკონისა და პეზარო-ურბინოს პროვინციების რამდენიმე ქალაქში ქუჩები დაიტბორა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.


