Accentnews.ge
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსებო, არ ეცადოთ, გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან"

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსებო, არ ეცადოთ, გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან"

16/09/2022 07:41:36 მსოფლიო

ლატვია შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას ზღუდავს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია ლატვიის უსაფრთხოების მოსაზრებებსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან.

„უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, 19 სექტემბრიდან ლატვია შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ზღუდავს შემოსვლის შესაძლებლობას. რუსებო, არ ეცადოთ გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან, შეწყვიტეთ უკრაინის წინააღმდეგ ომი და წადით ამ ლამაზი ქვეყნიდან!“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

12 სექტემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S