
ამერიკისა და რუსეთის გენშტაბების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
14/10/2019 16:01:01 სხვა, მსოფლიო
ვაშინგტონის მიერ სირიიდან ჯარისკაცების სრულად გაყვანის დაანონსების შემდეგ აშშ–სა და რუსეთის გენშტაბების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც რუსული მედია იუწყება, სატელეფონო საუბრისას ვალერი გერასიმოვმა და მარკ მილიმ ყურადღება გაამახვილეს „ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე“.