Accentnews.ge
"ტურიზმიდან საქართველომ წელს 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო"

"ტურიზმიდან საქართველომ წელს 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო"

16/09/2022 06:42:58 ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ამასთან, უწყების ცნობით, 2022 წლის იანვრი-აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

„2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს; აგვისტოში 522 945 221 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7% აჭარბებს (110 158 684 აშშ დოლარი), 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324 158 964 (+163.1%) აშშ დოლარით.

2022 წლის იანვრი-აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

იანვრი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 141 568 321 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აგვისტოსთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 1 437 776 241 (+204.3%) აშშ დოლარით“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S