ISW: "ხარკოვის ოლქში მარცხმა აიძულა კრემლი, ქვეყნის მასშტაბით ფარული მობილიზაცია დაეწყო"
16/09/2022 06:32:21 მსოფლიო
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის და ხარკოვის რეგიონში რუსული ჯარების დამარცხების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება აძლიერებს ფარულ მობილიზაციას და უკრაინის ომისთვის რეკრუტირებას.
მაგალითად ISW-ს მოჰყავს ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მოწოდება ყველა ფედერალური სუბიექტის მიმართ, რომ "თვითმობილიზაცია" წამოიწყონ და კრემლს არ დაელოდონ.
ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელები წარმატებით აგრძელებენ კონტრშეტევის ოპერაციებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც ზრდის შეტევებს დამპყრობლების პოზიციებზე.
ISW-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში, გაუჭირდებათ თავდაცვის ხაზების შენარჩუნება, თუ უკრაინული ძალები განაგრძობენ უფრო აღმოსავლეთისკენ სწრაფვას.


