მედია - ყირგიზეთ-ტაჯიკის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს
16/09/2022 06:23:32 მსოფლიო
ყირგიზეთ-ტაჯიკის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს, – იუწყება რუსული მედია ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, ტაჯიკეთის მხარემ ცეცხლი ბათენის რაიონის კულუნდის, მასკატისა და ჟან-ჟერ ლეილეკის რაიონების მიმართულებით გახსნა. ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
მათივე ცნობით, ტაჯიკეთის მხარე იყენებს ტანკებს, ჯავშანმანქანებსა და ნაღმმტყორცნებს. გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის ხელისუფლებამ ტაჯიკეთის საზღვრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
თავის მხრივ, ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ყირგიზეთს ადანაშაულებს.


