Accentnews.ge
კიევის კრიტიკის შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რა შეიარაღებას მიაწვდის უკრაინას

კიევის კრიტიკის შემდეგ გერმანიის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რა შეიარაღებას მიაწვდის უკრაინას

15/09/2022 20:46:03 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს, რომ უკრაინას დამატებით ჯავშანტექნიკას და რაკეტის გამშვებ სისტემებს მიაწვდის, მაგრამ არ გაუგზავნის საბრძოლო ტანკებს, რომლებსაც კიევი დიდი ხანია, ითხოვს.

"ბერლინი კიევს "Mars II"–ის ტიპის 2 ერთეულ რაკეტის გამშვებ სისტემას, "Dingo"–ს ტიპის 50 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორს და 200 რაკეტას მიაწვდის", – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბჭოთა წარმოების "BMP-1" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები ასევე „ძალიან სწრაფად“ გაიგზავნება უკრაინაში საბერძნეთიდან, რადგან ბერლინს აქვს შეთანხმება ათენთან მარაგები უფრო თანამედროვე "Marder"-ის ჯავშანტექნიკით შეუვსოს.

ლამბრეხტმა აღნიშნა, რომ "არცერთ მოკავშირეს არ გაუგზავნია დასავლეთის წარმოების საბრძოლო ტანკები უკრაინაში".

ცოტა ხნის წინ უკრაინამ გერმანია გააკრიტიკა. როგორც კიევი აცხადებს, ბერლინიდან "იმედგამაცრუებელი გზავნილები მოდის და უკრაინას გერმანიის მიერ დაპირებული სამხედრო აღჭურვილობა სრულად ამ დრომდე არ მიუღია".

რუსების მიერ ოკუპირებული ხარკოვის რეგიონის ნაწილის ხელახლა აღების შემდეგ უკრაინამ გააძლიერა მოწოდებები შეიარაღებისა და აღჭურვილობის, მათ შორის გერმანული "Marders"–ისა და "Leopard"–ს ტიპის ტანკების კიევისთვის გაგზავნის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S