Accentnews.ge
Politico –17–18 სეტემბერს ნენსი პელოსი სომხეთს ეწვევა

Politico –17–18 სეტემბერს ნენსი პელოსი სომხეთს ეწვევა

15/09/2022 19:00:54 მსოფლიო

17–18 სეტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთს ეწვევა, – იუწყება Politico.

გამოცემის ცნობით, ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან დაპირისპირების ფონზე სომხეთისთვის მხარდაჭერის გამოხატვა იქნება.

პელოსი ერევანში აპირებს შეხვდეს ქვეყნის პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის მთავრობის წევრებს.

”ჩვენ არ ვადასტურებთ ან უარვყოფთ საერთაშორისო მოგზაურობას წინასწარ, ხანგრძლივი უსაფრთხოების პროტოკოლების გამო”, – განუცხადეს გამოცემას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პრესსამსახურში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S