Accentnews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტი: "კიევი წინ მიიწევს ევროპის კავშირის წევრობისკენ"

ევროკომისიის პრეზიდენტი: "კიევი წინ მიიწევს ევროპის კავშირის წევრობისკენ"

15/09/2022 17:22:46 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, "უკრაინა წინ მიიწევს ევროპის კავშირის წევრობისკენ". ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"გაწევრიანების პროცესი სწორ გზას ადგას. შთამბეჭდავია სისწრაფე, მყარი გადაწყვეტილება, სიზუსტე, რომლითაც თქვენ წინ მიიწევთ",– მიმართა ზელენსკის ლაიენმა კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროკავშირმა რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უზრუნველყოს უკრაინისთვის "მეტი ბიზნესი, მეტი შემოსავალი".

თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სურს, შეუერთდეს ევროპის საერთო ბაზარს, სანამ მიღებული იქნება გადაწყვეტილება კიევისთვის ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრობის მინიჭების შესახებ.

მან თქვა, რომ "დარწმუნებულია, რომ ეს მოხდება".

"ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება", – დასძინა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S