პუტინი: "ვაფასებთ ჩინეთის დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით"
15/09/2022 14:09:43 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტიის განცხადებით, რუსეთი "აფასებს ჩინეთის დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით". ამის შესახებ მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პუტინის თქმით, პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი იცავს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და გმობს „აშშ-ისა და მისი თანამგზავრების პროვოკაციებს ტაივანში“.
რუსეთის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას სამარყანდში "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" სამიტის ფარგლებში შეხვდა.


