მედია – აშშ და ევროპა თურქეთისგან მოითხოვენ, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები
15/09/2022 12:18:28 მსოფლიო
აშშ და ევროპა თურქეთისგან მოითხოვენ, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, – იუწყება Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, "ვაშინგტონი აპირებს ყურადღება მიაქციოს თურქეთის ბანკებს, რომლებიც რუსეთის საგადასახადო სისტემა „მირთან“ თანამშრომლობენ".
როგორც Financial Times იტყობინება, 'ბრიუსელი აპირებს თურქ მოხელეებს პირდაპირ დაუკავშირდეს და თავისი შეშფოთება უშუალოდ გადასცეს".
რუსეთის საბანკო ბარათების ეროვნული სისტემის გენერალური დირექტორი ვლადიმირ კომლევი აცხადებს, რომ „მირი“ თურქეთში მუშაობას განაგრძობს.
უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთის საბანკო სისტემას სანქციები დაუწესა და უცხოეთის ბევრმა კომპანიამ, მათ შორის Visa-მ, MasterCard-მა და American Express-მა შეწყვიტეს რუსეთში საქმიანობა.
თურქეთი უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა მოსკოვის მიმართ დაწესებულ საერტაშორისო სანქციებს არ შეუერთდა.


