
თბილისს ქსენია სობჩაკი ესტუმრა
15/09/2022 08:39:11 საზოგადოება
რუსი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი (2018) ქსენია სობჩაკი თბილისში ჩამოვიდა. მან ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა, რომ საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა.
სობჩაკს საქართველოში შემოსვლისას პრობლემა არ შექმნია, როგორც ეს ხშირად ხდება რუსეთიდან შესულ ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების შემთხვევაში.
„მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს უარს ეუბნებინა საქართველოში შემოსვლაზე, ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა აქ არ შემუშვეს, მათ შორის (ტელეკომოანია „დოჟდის“ ჟურნალისტი) მიხაილ ფიშმანს. არ ვიცი, რატომ უთხრეს მას უარი. არიან ისეთები, რომლებსაც უპრობლემოდ უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა. საზღვარზე არანაირი პრობლემა არ მქონია“, - განაცხადა სობჩაკმა.
არსებული ინფორმაციით, საქართველომ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ. ფონდის „თავისუფალი რუსეთის“ ინფორმაციით, დღეში რამდენიმე ათეულ რუსეთის მოქალაქეს საზღვარიდან აბრუნებენ. მათ შორის არიან ოპოზიციონერები და ჟურნალისტები.
7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არ შეუშვეს რუსი ჟურნალისტი და ქველმოქმედი დიმიტრი (მიტია) ალეშკოვსკი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოში ცხოვრობდა. მანამდე, საქართველოში შემოსვლზე უარი უთხრეს ოპოზიციონერებს ლიუბოვ სობოლს, დიმიტრი გუდკოვს, ჟურნალისტებს ილია აზარს, დევიდ ფრენკელს, მიხაილ ფიშმანს, ვასილი კრესტიანინოვს. Pussy Riot-ის წევრს ოლგა ბორისოვას მოგვიანებით მიეცა ქვეყენაში შემოსვლის საშუალება, აქტივისტი ინსა ლანდერი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალურ ზონაში იმყოფებოდა რის შემდეგაც საქართველოს გავლით ლიეტუვაში წავლა შეძლო.
ამავდროულად, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციტივით გამოდიან, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანში უკონტროლო შემოდინება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია.