Accentnews.ge
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 350 მლრდ ევროა საჭირო"

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "უკრაინის რეკონსტრუქციისთვის 350 მლრდ ევროა საჭირო"

15/09/2022 08:21:07 მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკის განცხადებით, უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 350 მილიარდი ევროა საჭირო.

რობერტ ჰაბეკმა აღნიშნული განცხადება „დიდი შვიდეულის“ ვაჭრობის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც ბრანდენბურგის მხარეში, ნეიჰარდენბერგის ციხესიმაგრეში მიმდინარეობს.

ომის პერსპექტივების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „ის შესაძლოა, დასრულდეს თავისუფლებისა და დემოკრატიის გამარჯვებით“.

ღონისძიებას უკრაინის ვაჭრობის მინისტრი იულია სვირიდენკოც ესწრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S