Accentnews.ge
ყაზახეთი სანქციების თავიდან ასაცილებლად აშშ-სა და ევროკომისიასთან გადის კონსულტაციებს

ყაზახეთი სანქციების თავიდან ასაცილებლად აშშ-სა და ევროკომისიასთან გადის კონსულტაციებს

15/09/2022 07:41:25 მსოფლიო

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა კონსულტაციებს გადის ევროკომისიასა და აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა არ მოხვდეს მეორადი სანქციების ქვეშ.

როგორც Orda.kz წერს, ამის შესახებ მინისტრმა კულუარებში ისაუბრა.

აღინიშნა, რომ ყაზახურ კომპანიებსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულებები აშშ-ისა და ევროკავშირის კონტროლს ექვემდებარება.

„ყაზახეთი მეორადი სანქციების ქვეშ არ მოჰყვება. ჩვენ შევქმენით სამთავრობო სამუშაო ჯგუფი, რათა თავიდან ავიცილოთ ანტირუსული სანქციების ნეგატიური გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, მათ შორის, მოვახდინოთ მეორადი სანქციების პრევენცია. სამუშაო ჯგუფი წარმატებით მუშაობს, მიმდინარეობს რეგულარული კონსულტაციები ევროკომისიასთან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან“, - ციტირებს მინისტრს გამოცემა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა ნავთობის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაცია მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმს დაავალა, 30 დღით შეაჩეროს მუშაობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S