Accentnews.ge
ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა

ირანთან საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა

14/10/2019 12:39:48 სხვა, მსოფლიო

ირან–აზერბაიჯანის საზღვრის დამრღვევმა დანით აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაჭრა. დაკავებისას  თავდამსხმელს ნარკოტიკების პარტია აღმოუჩინეს, – იუწყება აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

მისივე ცნობით, 29 მამაკაცი, რომელიც ირანის ტერიტორიიდან აპირებდა აზერბაიჯანში შეღწევას, მესაზღვრეებს ბუჩქებში ემალებოდა, სადაც მოგვიანებით390გრ. მარიხუანა, 105გრ. ჰეროინი და 100გრ. კრისტალური ფორმის სხვა ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. 

ცნობისთვის: 2 ოქტომბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სამი კანონდამრღვევის ლიკვიდაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისივე ცნობით, ირანთან საზღვარზე მომხდარი ინციდენტის დროს ხსენებულმა პირებმა შეჩერების შესახებ მოთხოვნის საპასუხოდ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს. ლიკვიდირებულებს 15კგ. ნარკოტიკი აღმოაჩნდათ. 

მანამდე ანალოგიური შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. კონტრაბანდისტმა აზერბაიჯანელ მესაზღვრეს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. 10 მარტს კი საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის დროს 1 მესაზღვრე დაიღუპა და 1 დაიჭრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S