
4 საბრძოლო თვიმფრინავი, 17 ჯავშანტექნიკა, 5 საარტილერიო სისტემა: განახლებული ცნობები რუსეთის დანაკარგებზე უკრაინის გენშტაბისგან
15/09/2022 06:51:51 ევროპა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 200 სამხედრო, ხოლო 24 თებერვლიდან - 53 850 ადამიანი.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე – ომის 204–ეს რუსეთმა დაკარგა:
- ტანკი – 2 193 (+13),
- ჯავშანტექნიკა – 4 682 (+17),
- საარტილერიო სისტემა – 1 295 (+5),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 311,
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 167,
- საბრძოლო თვითმფრინავი – 250 (+4),
- ვერტმფრენი – 215,
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 904 (+1),
- გემი/ნავი – 15,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3 522 (+21),
- სპეცტექნიკა –120,
- ფრთოსანი რაკეტა – 233.
ბრტანეთის დაზვერვის 15 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინული ჯარების წინსვლის გამო რიგი რუსული შენაერთი აშკარად პანიკაში ჩავარდა.
"ისინი ისე გაიქცნენ, რომ ძირითადი სამხედრო აღჭურვილობა ადგილზე დატოვეს", – აცხადებს ბრტანეთის დაზვერვის სამსახური.
ის, რომ საკმაოდ მოცულობითი რაოდენობის რუსული ტექნიკა იგდეს ხელთ უკრაინელებმა ხარკოვში, ამას არაერთი ვიდეო–მტკიცებულება ადასტურებს.
„ლენდლიზი ჩამოგვივიდა, ოღონდ რუსული“ – ხუმრობს ერთ–ერთ მსგავს ვიდეოში უკრაინელი სამხედრო, რომელიც რუსული საბრძოლო მასალის საცავშია გადაღებული.
უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ კვირაში დატოვეს ხარკოვის ოლქში აპრილიდან ოკუპირებული რაიონები.