ბრიტანული დაზვერვა – რიგი რუსული შენაერთი პანიკაში ჩავარდა და სამხედროები ისე გაიქცნენ, რომ ძირითადი სამხედრო აღჭურვილობა ადგილზე დატოვეს
15/09/2022 06:23:41 მსოფლიო
ბრტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა ახლად გათავისუფლებულ ხარკოვის რეგიონზე კონტროლის გაძლიერებას განაგრძობს.
როგორც ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, უკრაინული ჯარების წინსვლის გამო რიგი რუსული შენაერთი აშკარად პანიკაში ჩავარდა.
"ისინი ისე გაიქცნენ, რომ ძირითადი სამხედრო აღჭურვილობა ადგილზე დატოვეს", – აცხადებს ბრტანეთის დაზვერვის სამსახური.
უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ კვირაში დატოვეს ხარკოვის ოლქში აპრილიდან ოკუპირებული რაიონები. 14 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ 6 სექტემბრიდან ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დაახლოებით 8500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 388 დასახლებული პუნქტი.


