Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: "კოვიდ–19"-ის დასასრული ახლოვდება"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: "კოვიდ–19"-ის დასასრული ახლოვდება"

15/09/2022 05:56:24 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანუმ გებრეისუსი აცხადებს, რომ "კოვიდ–19"-ის დასასრული ახლოვდება".

"ჩვენ ჯერ გვირაბის ბოლოში არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს", – განაცხადა გებრეისუსმა.

მან მოუწოდა ქვეყნებს, გააგრძელონ ბრძოლა იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელსაც ექვს მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ–სტატისტიკა თვეში ერთხელ გამოქვეყნდება. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების შემცირება და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S