Accentnews.ge
უკრაინის ელჩი:"თურქეთმა რუსეთთან მშვიდობის საკითხში საკუთარი პოზიციის კორექტირება უნდა მოახდინოს"

უკრაინის ელჩი:"თურქეთმა რუსეთთან მშვიდობის საკითხში საკუთარი პოზიციის კორექტირება უნდა მოახდინოს"

14/09/2022 19:21:46 მსოფლიო

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი ჩალი თვლის, რომ ფრონტზე უკრაინული ჯარის წარმატებების ფონზე თურქეთმა რუსეთთან მშვიდობის მიღწევის საკითხში საკუთარი პოზიციის კორექტირება უნდა მოახდინოს.

"პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ე.წ ხორბლის შეთანხმების საკითხში შუამავლობის ფარგლებში. თუმცა, თურქეთის წინადადება, იგივე სტილში გადაწყდეს უკრაინასთან ომის საკითხი, არ იმუშავებს. ამდენად, თურქეთმა საკუთარი პოზიციის გარკვეული კორექტირება უნდა მოახდინოს, მით უფრო ფრონტზე უკრაინული ჯარის წარმატების გათვალისწინებით" - განაცხადა ელჩმა.

ამავდროულად, მისი თქმით, თურქეთი, როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს ყველა ინიციატივას უკრაინის დასახმარებლად, მკაფიო პოზიცია უკავია, უკრაინულ მხარეს აწვდის უპილოტო საფრენ აპარატებს, რუსეთს - არა, თანმიმდევრულად უარს აცხადებს ყირიმის ანექსიის აღიარებაზე, არაერთგზის უშუამდგომლია ტყვეთა გათავისუფლების საკითხში და მუდამ მხარს უჭერს ყირიმელ თათრებს.

"ვფიქრობ, ეს დიდი საიმიჯო შეცდომა იქნება პრეზიდენტ ერდოღანის მხრიდან, თუკი იგი ამ პოზიციიდან ან მსგავსი პოზიციიდან რუსეთისკენ უფრო გადაიხრება, ვიდრე უკრაინისკენ. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით გარკვეული გამოწევები გვაქვს, თუმცა ისინი კრიტიკული არ არის, რომ შევაჯამოთ, ვიტყოდი, რომ სადღეისოდ თურქეთი ჩვენთვის თუ მეგობარი არა, მხარდამჭერი ქვეყანა მაინცაა და არა ოპონენტი" - დასძინა უკრაინის ელჩმა.

ცნობისთვის: უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები და გაეროს გენერალური მდივანი 18 აგვისტოს ლვოვში შეხვდნენ. მათი საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S