"ომის გამო ოლიგარქებმა უკრაინულ პოლიტიკაზე გავლენა დაკარგეს"
14/09/2022 18:57:39 მსოფლიო
სადღეისოდ ოლიგარქიული კლანები უკრაინულ პოლიტიკაზე ვერავითარ გავლენას ვეღარ ახდენენ და ეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგია, - განაცხადა დღეს ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.
ამავდროულად, მისი თქმით, ომი ოლიგარქების რეესტრთან მუშაობას ართულებს., კერძოდ, ცალკეულ ტერიტორიებზე კონტროლის არარსებობის გამო რიგი პირების ქონების შეფასება გართულებულია.
"ვხედავთ, რომ ოლიგაქრები ყოველმხრივ ცდილობენ, რეესტრში მოხვედრას თავი აარიდონ. თავად რეესტრის ჩამოყალიბების მიზანია შეიქმნას გამჭვირვალე სისტემა, სამართლიანი ურთიერთობები ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ოლიგარქების ნაცვლად გვჭირდება ბიზნესმენები, რომლებიც სამუშაო ადგილებს შექმნიან" - დასძინა დანილოვმა.
ცნობისთვის: ამ დროისთვის უკრაინაში დასახელებულია 86 პირი, რომელიც დე ოლიგარქიზაციას ექვემდებარება. ოლიგარქების შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად უკრაინის პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელის.


