რუსეთი ბელარუსში თავის სამხედრო ობიექტებს კიდევ 25 წლით ტოვებს
14/09/2022 18:28:16 მსოფლიო
რუსეთი ბელარუსში თავის სამხედრო ობიექტებს კიდევ 25 წლით ტოვებს. საუბარია ორ სამხედრო ობიექტზე, რომელსაც რუსეთი "უსასყიდლოდ" იყენებს.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უკვე მოახდინა ვადების გახანგრძლივების შესახებ პროტოკოლების რატიფიცირება. თავის მხრივ, ბელარუსულმა მხარემ მათი რატიფიცირება ჯერ კიდევ მარტში განახორციელა.


