Accentnews.ge
სოხუმის დაცემის დღეს საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების მხარდასაჭერი მსვლელობა გაიმართება

სოხუმის დაცემის დღეს საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების მხარდასაჭერი მსვლელობა გაიმართება

14/09/2022 14:48:04 საზოგადოება

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობა 21:00 საათზე რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.

"29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა. გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.

დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ. ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ევროპული საქართველო, ტაბულა, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი, უკრაინელი აქტივისტები საქართველოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S