
ომიდან 5 თვეში რუსეთის 40 ათასამდე მოქალაქემ საქართველოში საბანკო ანგარიში გახსნა — სტატისტიკა
14/09/2022 13:44:39 საზოგადოება
ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 5 თვეში რუსეთის 40 ათასამდე მოქალაქემ საქართველოში საბანკო ანგარიში გახსნა.
დაზუსტებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციის 38 959-მა მოქალაქემ გახსნა საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში ანგარიში.
ამასთან, საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების სადეპოზიტო ანგარიშების რაოდენობა, რომლებზეც დადებითი ნაშთი დაფიქსირდა ივლისის ბოლოსათვის, საერთო ჯამში იყო 342 ათასი.