Accentnews.ge
ბრიტანეთში უკვე 5 000-მა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა მომზადება

ბრიტანეთში უკვე 5 000-მა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა მომზადება

14/09/2022 13:02:58 მსოფლიო

ბრიტანეთში წარმატებით გაიარა მომზადება უკვე 5 000-მა უკრაინელმა სამხედრომ, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

“კანადელი, ჰოლანდიელი, ზელანდიელი, უკრაინელი და ბრიტანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სწავლება-მომზადების კურსი წარმატებით ჩვენმა 5000-მა სამხედრომ დაასრულა. მათ მიიღეს საბაზისო ცოდნა, განივითარეს ტაქტიკური მედიცინის უნარები, გაიარეს საინჟინრო, ფსიქოლოგიური და ტაქტიკური მომზადება, ურბანიზებულ გარემოში თავდაცვითი და შემტევი მოქმედებების ჩათვლით. ბრიტანეთის მთავრობის მიერ წამოწყებული პროგრამა "ოპერაცია INTERFLEX" გრძელდება და უახლოეს ხანებში დაგეგმილია მისი გაფართოება, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო ნაწილების უმცროსი მეთაურების მომზადება”, - იუწყება გენერალური შტაბი.

სულ ბრიტანული მთავრობის მნიშვნელოვნად გაფართოებული პროგრამის ფარგლებში ათეულობით ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება იგეგმება, თითოეული ნაკადის კურსის ხანგრძლივობა 3-5 კვირაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S