რომის პაპი: "ეკლესია არასოდეს უნდა იყოს საყრდენი ხელისუფლებისთვის, ხოლო ხელისუფლება - ეკლესიისთვის!"
14/09/2022 12:49:43 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკმა ყაზახეთში მიმდინარე "მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების მე-7 კონფერენციაზე" სიტყვით გამოსვლისას შეკრებილთ ომისა და მისი რელიგიური გამართლებების დაგმობისკენ მოუწოდა.
«ღმერთი არის მშვიდობა, მას ყოველთვის მშვიდობის გზით მივყავართ და არასოდეს ომის. თუ შემოქმედი, რომელსაც ცხოვრება მივუძღვენით, ადამიანის სიცოცხლის ავტორია, მაშ როგორ უნდა ვეთანხმებოდეთ ჩვენ - მორწმუნენი ამ სიცოცხლის განადგურებას?!», — განაცხადა რომის პაპმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რელიგიური ორგანიზაციები არ უნდა იქცნენ საყრდენად ხელისუფლებებისთვის, რომლებიც ძალადობას ემსახურებიან ან ეგუებიან.
«ეკლესია არასოდეს უნდა იყოს საყრდენი ხელისუფლებისთვის, ხოლო ხელისუფლება - ეკლესიისთვის!» – დასძინა მან.
ითვლება, რომ ეს გამოსვლა წარმოადგენდა სუსტად შენიღბულ კრიტიკას რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, როელმაც არაერთგზის დაუჭირა მხარი პრეზიდენტ პუტინს უკრაინის მიმართ ქმედებებში.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კონფერენციაზე დასწრების მზადყოფნის შესახებ განაცხადი ბოლო მომენტში გააუქმა, თუმცა ღონისძიებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ესწრება.


