ზელენსკიმ რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა
14/09/2022 11:02:42 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის გარდა, იზიუმში იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
ქალაქი იზიუმი უკრაინელებმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ხარკოვის რაიონში განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად. ამასთან, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ხარკოვის ოლქში დაახლოებით 300 დასახლება გათავისუფლდა ოკუპანტებისგან.


