Accentnews.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი: "ევროკავშირი გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას"

ურსულა ფონ დერ ლაიენი: "ევროკავშირი გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას"

14/09/2022 08:46:26 მსოფლიო

ევროკავშირი შეინარჩუნებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, რადგან ახლა გადამწყვეტი მოქმედებების დროა და არა დათმობების. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვისას.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ომი გააჩაღა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ენერგეტიკული და ეკონომიკური ომი წამოიწყო ევროპის წინააღმდეგაც.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს, პუტინი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს აცნობა, რომ დღეს კიევში მიემგზავრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S