Accentnews.ge
ამერიკული დაზვერვა – "რუსეთმა 2014 წლიდან პოლიტიკური პარტიები 20-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა"

ამერიკული დაზვერვა – "რუსეთმა 2014 წლიდან პოლიტიკური პარტიები 20-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა"

14/09/2022 07:45:40 მსოფლიო

რუსეთმა უცხო ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს 2014 წლიდან მინიმუმ, 300 მილიონი დოლარი ფარულად გადაურიცხა, – იუწყება CNN შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით.

შეერთებული შტატების დაზვერვის ახალი მიმოხილვის მიხედვით, რუსეთმა საიდუმლო გადარიცხვები 20-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელა და მისი მიზანი, უცხო ქვეყნებში, პოლიტიკური მოვლენების მოსკოვისთვის სასურველი განვითარება იყო.

როგორც ამერიკული დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, "რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველა ამ ქვეყანაში".

"მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფარულ გავლენასთან გასამკლავებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, ამ გავლენის გამოვლენაა", – დასძინა მან.

როგორც CNN იტყობინება, ამერიკული დაზვერვის მიმოხილვაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, ზაფხულში გაცემული დავალებით მომზადდა წერია, რომ მოსკოვი ფარული კამპანიის ფარგლებში, ასობით მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავდა - დემოკრატიული სისტემების შესუსტებისა და გლობალურად, იმ პოლიტიკური ძალების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც კრემლის ინტერესებთან თანხვედრაშია.

ამერიკული დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მიმოხილვის ზოგიერთი მიგნება გაასაჯაროვოს, რათა შეეწინააღმდეგოს რუსეთის უნარს, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ სისტემებზე ევროპის, აფრიკისა და სხვა ქვეყნებში.

„რუსეთის მიერ ფარულ პოლიტიკურ დაფინანსებასა და მის მცდელობებზე, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს, ნათელის მოფენით, ჩვენ ვაფრთხილებთ ამ უცხოურ პარტიებსა და კანდიდატებს, - თუ ისინი რუსულ ფულს ფარულად მიიღებენ, ჩვენ შეგვიძლია ეს გავამჟღავნოთ და ასეც მოვიქცევით", - აცხადებს ამერიკული დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S