Accentnews.ge
პენტაგონი: "უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მხოლოდ რუსებს გაუკვირდათ"

პენტაგონი: "უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მხოლოდ რუსებს გაუკვირდათ"

14/09/2022 07:15:31 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის კონტრშეტევა მის მოკავშირეებსა და პარტნიორებს არ გაჰკვირვებიათ.

„ვფიქრობ, თუ ვინმეს გაუკვირდა, ალბათ, რუსები არიან“, - განაცხადა 13 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის პრეს–მდივანმა პეტ რაიდერმა.

ამერიკელი გენერლის შეფასებით, "უკრაინელებმა თავიდანვე აჩვენეს შესანიშნავი ადაპტირება და საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების უნარი, ამიტომ, მათი სწრაფი წინსვლა მოულოდნელი არ ყოფილა".

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ისარგებლეს ბრძოლის ველზე მიცემული შესაძლებლობებით და ხარკოვის კონტრშეტევა ამის დასტურია.

"კონტრშეტევის წარმატებაში თავისი როლი შეასრულა დასავლეთისგან მიღებულმა შეიარაღებამ და საბრძოლო მასალებმა", – განაცხადა რაიდერმა.

12 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის პირველი რიცხვებიდან უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 6 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და წინსვლას განაგრძობენ. 13 სექტემბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ "გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სტაბილიზაციის ღონისძიებები დასრულებულია რაიონებში, რომელთა საერთო ფართობი 4 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S