მედია – ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა იყო
14/09/2022 06:42:55 მსოფლიო
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა იყო, – იუწყება რუსული მედია.
დაპირისპირება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო პოლიციის ჯგუფებს შორის მოხდა.
ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, "ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ყირგიზმა კოლეგებმა მათ საზღვრის გასწვრივ საბრძოლო პოზიციების დატოვება მოსთხოვეს".
ცნობისთვის: ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ტერიტორიების გამო კონფლიქტი გასულ წელს განახლდა.


